საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25137

ფაქტი 25137

ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგმა ვასილ კახიძემ გაუგზავნა საზოგადოების თელავის განყოფილების 1909 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, თელავის განყოფილების გამგეობის მიზანი იყო ქ. თელავში ან თელავის მაზრაში პირველი დაწყებითი სკოლის გახსნა. ვინაიდან ამ მიზნის განსახორციელებლად თელავის განყოფილებას არ გააჩნდა სხვა საშუალება, ის აპირებდა საღამოებისა და წარმოდგენების გამართვით ფულის შეგროვებას და ამით საზოგადოების მატერიალურად მოღონიერებას. სკოლის შესანახად 1910 წელს ქ. თელავში იგეგმებოდა წიგნებისა და სასწავლო ნივთების მაღაზიის გახსნა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25137; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .