საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25142

ფაქტი 25142

1912 წლის 5 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა თელავის განყოფილების 1911 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1909 წლის 3 აგვისტოს. 1911 წელს ჩატარდა 17 სხდომა, რომელსაც თავმჯდომარისა და ალ. ვახვახიშვილის გარდა ყველა წევრი დაესწრო. გაირჩა 23 საქმე. 1911 წლის 3 ივლისს ჩატარდა განყოფილების წევრთა საზოგადო კრება. 1911 წლის 1-ელი სექტემბრიდან ქ. თელავში გაიხსნა პირველი დაწყებითი სკოლა. დოკუმენტს ხელს აწერენ საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ვასილ კახიძე და გამგეობის მდივნის მაგივრად ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25142; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .