საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25182

ფაქტი 25182

1916 წლის 11 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ცხინვალის განყოფილების გამგეობის მდივანმა, არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა 1916 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში, რომლის მიხედვითაც განყოფილებას სახლის დასაქირავებლად 30 მანეთი დაეხარჯებოდა, ინვენტარის შესაძენად – 50, სტიპენდიებისა და ერთდროული დახმარებისთვის – 80, წერა-კითხვის გასავრცელებლად – 40, მოულოდნელი ხარჯებისთვის – 30, ხოლო მთავარი გამგეობისთვის გადასახდელი პროცენტი 38 მან. იქნებოდა. განყოფილების სავარაუდო ხარჯი სულ 368 მანეთს შეადგენდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25182; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .