საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25191

ფაქტი 25191

1921 წლის 22 თებერვალს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობისთვის მიწერილ წერილს, რომელიც ეხებოდა დასავლეთ საქართველოში ძვირფასი ნივთების გადაგზავნას, დ. კარიჭაშვილმა დაურთო გაგზავნილი ნივთების სია. კერძოდ: აკაკისეული ნივთები, დანომრილი და განაწილებული სხვადასხვა ყუთში, ხახანაშვილისეული ნივთები: 1 თასი, 5 სუფრისა და 3 ჩაის კოვზი, სტანისლავის 2 ორდენი, ანნას 2 ორდენი, ვერცხლის მედალი მეფისკურთხევის სახსოვრად, 2 ოქროს საათი, 2 ვერცხლისა და 1 ოქროს მედალი, 9 ნაჭერი ბრელოკი ქაღალდის კოლოფში, სხვადასხვა ძველი ფული, ყელსაკრავის ქინძისთავი 7 მარგალიტით, 8 ფირუზითა და 1 იაგუნდით, მძივებით ნაკერი ქისა, მრგვალი და სურის სახის, მარგალიტით ნაკერი ნაჭერი 23 ოქროს ღილით. ასევე ცალკე ყუთში ვერცხლის გვირგვინები, ოქონის ხატი, ამ ხატის ჯაჭვი. საეკლესიო მუზუმის ხელნაწერებთან ერთად განთავსდა ხელნაწერები, მათ შორის ტბეთის სახარება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25191; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .