საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25196

ფაქტი 25196

1921 წლის 20 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას წევრმა თ. კიკვაძემ მოახსენა, რომ მისთვის მიუღებელი იყო გამგეობის გადაწყვეტილება იპ. ვართაგავას „სიტყვიერების თეორიის“ კერძო პირისთვის, ნიკოლოზ ქუთათელაძისთვის გადაცემის შესახებ. მისი თქმით, გამგეობამ ბოლო ათი ათასი მანეთი მისცა ქუთათელაძეს ამ წიგნის დაწუნებისთვის. შეიძლებოდა წიგნის გადაგზავნა პირდაპირ სასწავლო კომიტეტში, სადაც ის განსახილველად გადაეცემოდა იმავე ქუთათელაძესა და კიდევ სხვა რეცენზენტს. ამით საზოგადოება ათი ათას მანეთს დაზოგავდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25196; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .