საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25199

ფაქტი 25199

1914 წლის 22 მაისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას ცხინვალის განყოფილების მდივანმა არჩილ დედანაშვილმა გაუგზავნა საზოგადოების ცხინვალის განყოფილების 1914 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, ცხინვალის განყოფილების გამგეობამ მოქმედება დაიწყო 1914 წლის 22 ნოემბერს. სხდომა ჩატარდა ოთხჯერ, გამგეობას გაურჩევია ოთხი საქმე, სხდომებზე დასწრება ყოველთვის სრული იყო. 1914 წელს ჩატარდა ერთი საზოგადო კრება, კერძოდ 17 ნოემბერს, რომელზეც აირჩიეს გამგეობისა და სარევიზიო კომისიის წევრები. კრების ოქმი კრების თავმჯდომარემ მაშინვე გადაუგზავნა მთავარ გამგეობას. ცხინვალის განყოფილების წევრთა რიცხვი და ვინაობა უკვე ჩართული იყო მთავარი განყოფილების საკვიტანციო წიგნში საწევრო გადასახადთან ერთად. 1914 წლის ანგარიშიდან ირკვევა, რომ ცხინვალის განყოფილების მიზანი იყო ცოტაოდენი ქონების დაგროვება ბიბლიოთეკისა და სკოლის გასახსნელად და ღარიბი მოსწავლეების დასახმარებლად. იმ დროისთვის დაბა ცხინვალში საზოგადოების ცხინვალის განყოფილებას არც სკოლა გააჩნდა და არც ბიბლიოთეკა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25199; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .