საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25287

ფაქტი 25287

1918 წლის 9 იანვარს კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ცნობილაძემ გზათა სამინისტროს კომისარს დეპეშით შეატყობინა, რომ საფოსტო ვაგონების შემოწმებისას გასატანად აკრძალულ პროდუქტებსაც ხვდებოდნენ. კომიტეტის წევრების გადაწყვეტილებით, სამწუხარო შედეგების თავიდან ასაცილებლად აუცილებელი იყო ვაგონების შემოწმება. ცნობილაძემ ითხოვა, მისთვის N19 საფოსტო ვაგონების შემოწმების გზა ეჩვენებინათ. დეპეშა ჩეკულაევამ დაბეჭდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25287; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .