საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25471

ფაქტი 25471

1886 წლის 15 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების საქმისმწარმოებელმა, ნიკოლოზ მთავრიშვილმა აბდულ ეფენდი მიქელაძეს მისწერა, რომ საზოგადოების 13 მაისის გადაწყვეტილების (N32) თანახმად, მას ეგზავნებოდა შემდეგი წიგნები: „სიბრძნე-სიცრუისა“, როსტომაშვილის „არითმეტიკული გამოცანები“, ევტუშევსკის „არითმეტიკული გამოცანები“ (ქართ.),„ბანჯგვლიანი ფუტკარი“, რჩეული ლექსები, „თვალსაჩინო სწავლა“, ლ. არდაზიანის „სოლომონ ისაკიჩ მეჯღანუაშვილი“, „ბატონიშვილის ირაკლის პირველი დრო“, ბარათაშვილის ლექსები, „განკიცხული“, სტეფენსონის „რკინის გზის შემომღები“, გრიგოლ ორბელიანის ლექსები და „ალექსანდრე ორბელიანის ნაწერი“.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25471; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .