საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25581

ფაქტი 25581

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ ისაუბრა იმ საკითხებზე, რომელთა გადაჭრაც აუცილებელი იყო ახალ სასწავლო წელს. მისი აზრით, სასურველი იყო მხატვრებს დაეხატათ ქართული სოფლის ცხოვრების ამსახველი სურათები (მკა, თესვა, განიავება, ხვნა), თავის ტილოებზე გამოესახათ შრომის იარაღები, ფრინველები, ცხოველები. თელავის სკოლას კი ჰქონდა ცხოველთა სურათები, მაგრამ ისინი არცთუ ზუსტი იყო, ანუ ადგილობრივი ცხვარი და კურდღელი განსხვავდებოდა სხვა კუთხეებში მობინადრე ცხოველთა ამ სახეობებისგან. ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ბავშვებისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25581; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .