საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25584

ფაქტი 25584

1912 წლის 27 სექტემბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ მოისმინა გამგეობის წევრ იპ. ვართაგავას მოხსენება საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლის დათვალიერების შესახებ. ვართაგავამ მსმენელებს გააცნო პროგრამა, რომლითაც მასწავლებლები ხელმძღვანელობდნენ წლის განმავლობაში. საღვთო სჯულიდან წაკითხულ იქნა – ძველი აღთქმიდან: ქვეყნისა და ადამიანის შექმნა, ადამი და ევა, კაენი და აბელი, ახალი აღთქმიდან: ღვთისმშობლის დაბადება, ტაძრად მიყვანა, ხარება, ქრისტეს დაბადება, მირქმა, ნათლისღება, ქადაგება ქრისტესი, ჯვარცმა, აღდგომა, ამაღლება, სულიწმინდის მოფენა, ჯვართამაღლება, ლოცვებიდან: ლოცვა უფლისა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25584; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .