საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25592

ფაქტი 25592

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიის აღმოსავლეთ ნაწილში, კოშკთან, მდებარეობდა ხის ღობით შემოფარგლული სათბური, საკმაოდ კარგად შემონახული. ეზოს გაყოლებაზე აღმოსავლეთის მხრიდან, ძველი კარ-მოდამოდან გზამდე და სამხრეთის მხრიდან, ეკლესიიდან ეზომდე გადაჭიმული იყო ბოსტანი და ხეხილის ბაღი, ხეხილის 50 ნარგავით. დასავლეთიდან ტერიტორია შემოზღუდული იყო ქვის კედლით, მეორე მხრიდან – გახსნილი. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25592; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .