საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25597

ფაქტი 25597

1912 წლის 3 იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმიდან ირკვევა, რომ მამულის ტერიტორიაზე იდგა ორსართულიანი კოშკი. ქვედა სართული შედგებოდა ორი ოთახისგან, დიდისგან და პატარისგან. მეორე სართულზე იყო ერთი დიდი ახალგარემონტებული ოთახი აივნით. მთლიანობაში კოშკის ფიზიკური მდგომარეობა დამაკმაყოფილებელი იყო. საჭირო იყო აქა-იქ კედლების გადაღებვა და კიბისა და ბუხრის შეკეთება. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25597; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .