საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2560

ფაქტი 2560

1918 წლის 14 ნოემბერს თბილისის რკინიგზის მილიციის უფროსმა კ. ა. ჩხეტიამ შეადგინა აქტი, რომ საღამოს 11 საათზე ილია დგებუაძემ და სხვა მილიციელებმა განყოფილებაში მიიყვანეს თურქეთის არმიის ჩინოვნიკი, ხაზინადარი შევკეტ ნორმანი და ასკერები – მუკერემ ისმაილ-ოღლი და კამინ მუსტაფა-ოღლი. მათ ბაქოში მიმავალი N4 მატარებლით უკანონოდ გადაჰქონდათ ვერცხლის ფულით სავსე სამი ტომარა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2560; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .