საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25600

ფაქტი 25600

1912 წლის 3 იანვარს შედგა ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების თელავის განყოფილების მიერ სოფელ ყვარელში მდებარე ილია ჭავჭავაძის მამულის ჩაბარების ოქმი. დოკუმენტიდან ირკვევა, რომ თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის დადგენილებით ამ კომისიის ინსტრუქტორმა ალ. ციციანოვმა ჩააბარა თელავის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგს, ვ. კახიძეს ი. გ. ჭავჭავაძის მამული შემდეგი შემადგენლობით: ძველი სახლ-კარი, კოშკი, ორი წისქვილი, სამზარეულო, ბოსელი, საქათმე, მარანი, ღობე და ეზო. დოკუმენტს ხელს აწერს თბილისის გუბერნიის თავადაზნაურობის მიწათა კომისიის ინსტრუქტორი ალ. ციციანოვი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25600; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .