საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25603

ფაქტი 25603

1912 წლის 30 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ 1912 წლის მუშაობის ანგარიშის მეშვიდე მუხლის განმარტება გაუგზავნა. დოკუმენტის მიხედვით, თელავში განყოფილების დაარსებისთანავე გამგეობამ სასამართლოში საქმე აღძრა კრედიტორის წინააღმდეგ, რომელიც განსვენებულ ილია ზარაფიშვილის ვალის – 2 000 მანეთის – სანაცვლოდ ზარაფიშვილის საზოგადოებისთვის ნაანდერძევ სახლებს ითხოვდა. საზოგადოების წარმომადგენელი სასამართლოში გამგეობის წევრი გრიგოლ რცხილაძე იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25603; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .