საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25631

ფაქტი 25631

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას თელავის განყოფილებამ გაუგზავნა თბილისის სათავადაზნაურო ბანკის ხუთი ფურცელი, რომელთა საერთო ღირებულება 1 800 მანეთი იყო. ამ თანხიდან, რომელიც სოფიო ვახვახიშვილმა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას შესწირა, 60 მანეთი ყოველწლიურად თელავის წმინდა ნინოს სახელობის გიმნაზიაში ერთი ღარიბი ქართველი ქალის აღსაზრდელად უნდა გადაედოთ, დანარჩენი კი საზოგადოების თელავის განყოფილების სკოლას მოხმარდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25631; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .