საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 25721

ფაქტი 25721

1881 წლის 27 ნოემბერს მასწავლებელი სტეფანე დავითის ძე გაგუა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას სწერს, რომ სოფელ მარტვილის სკოლისთვის უფრო საჭიროა შემდეგი წიგნები და ნივთები: „დედაენა“ − 48, „ბუნების კარი“ − 18, „საყმაწვილო კონა“ − 9, დ. სოკოლოვის „საღმრთო ისტორია“ (ნათარგმნი რუსულიდან ქართულად) − 22, წერის დედანი − 50, საყმაწვილო ლექსები − 20, დაფა − 30, გრიფელი − 50, კალმისტარი − 23, სახაზავი − 5, რვეულები − 70, ცხოველების ნახატი სახატავად − 12, „როდნოე სლოვო“ – 15 II ნაწილი, რუსული ენის ახალგამოცემული სახელმძღვანელო, შედგენილი კალანდარიშვილის მიერ − 50. ცარცი, ევტუშევსკის „არითმეტიკის ამოცანები“ ქართულად ნათარგმნი, ორივე ნაწილი − 22, გეოგრაფია (ქართული) – 10, ფანქრები − 45.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 25721; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .