საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26085

ფაქტი 26085

1888 წლის 29-30 მაისის ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია ღულაძემ იკითხა, სწორი იყო თუ არა ინფორმაცია, რომ სახალხო დირექტორის თანაშემწეს წინარეხის სკოლა ორჯერ დაკეტილი დახვდა. ნიკოლოზ ცხვედაძემ უპასუხა, რომ ის ხშირად ადიოდა წინარეხის სკოლაში და ოცზე ნაკლები მოსწავლე არასდროს დახვედრია. აღნიშნა, რომ ერთ დროს სკოლას ცუდი თვალით დაუწყეს ყურება, რადგან თანხის შემოტანა ეზარებოდათ, თუმცა ეს საკითხი მოგვარდა. ცხვედაძემ წინარეხის სკოლის სასწავლო პროცესის დამაბრკოლებელ მიზეზად დაასახელა გლეხებს შორის უთანხმოება, რომელიც მოგვარდა. კრებამ დაადგინა თვალყური ედევნებინათ წინარეხის სკოლისთვის.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26085; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .