საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26249

ფაქტი 26249

1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილების გამგეობას ამცნო, რომ მთავარმა გამგეობამ განიხილა გამგეობასთან არსებული სექციის დადგენილება თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხის შესახებ. სექციამ ეს დადგენილება გამოიტანა მას შემდეგ რაც გაეცნო საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენებას, რომელიც ეხებოდა თელავის ქართული სკოლის მდგომარეობას. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26249; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .