საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26305

ფაქტი 26305

1914 წლის 27 ივნისს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ელენე ივანეს ასულ ჭავჭავაძეს სთხოვა „ახალი კლუბის“ მიერ ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულში მდებარე კოშკის შესაკეთებლად გამოგზავნილი 400 მანეთის თელავის განყოფილების გამგეობისთვის გადაცემა. მამული საზოგადოების თელავის განყოფილების გამგებლობაში იყო. იმ წელს იქაურ გამგეობას აუცილებლად უნდა დაეწყო მამულის მოწესრიგება და სხვა სამუშაოსთან ერთად კოშკის შეკეთებაც. დოკუმენტს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი დავით კარიჭაშვილი და საქმისმწარმოებელი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26305; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .