საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26308

ფაქტი 26308

1914 წლის 19 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ თელავის განყოფილებას რამდენიმე რჩევა მისცა თელავის ქართულ სკოლაში სწავლა-აღზრდის საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების სკოლებისა და ბიბლიოთეკების მეთვალყურის მოხსენების მიხედვით, მეორე და მესამე განყოფილებებში მოსწავლეთა რიცხვი (59 მოსწავლე) ნორმას აღემატებოდა. მთავარი გამგეობის აზრით, პირველი სექტემბრიდან განყოფილებას მესამე მასწავლებელი უნდა მიეწვია. წერილს ხელს აწერენ გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე მდივანი და მდივანი ვარლამ ბურჯანაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26308; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .