საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26572

ფაქტი 26572

1915 წლის 31 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების თელავის განყოფილების გამგეობამ თბილისის თავად-აზნაურთა დეპუტატთა საკრებულოს შეატყობინა, რომ ორი წელი გავიდა მას მერე, რაც გამგეობამ თავად-აზნაურთა წინაშე იშუამდგომლა ილია ჭავჭავაძის ყვარლის მამულის შესაკეთებლად და იქ სკოლის გასახსნელად თელაველებისთვის 5600 მანეთის გადაცემის თაობაზე. ამ პერიოდში მამულის მდგომარეობა კიდევ უფრო სავალალო გამხდარიყო. ის დაუყოვნებლივ საჭიროებდა შეკეთებასა და პატრონობას. გამგეობის აზრით, უპატრონოდ მიგდება ადგილ-მამულისა, სადაც უკვდავი ილია აღიზარდა, ეროვნული სირცხვილის ტოლფასი იყო. დოკუმენტს ხელს აწერენ თელავის განყოფილების თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და მდივანი ივანე პაატაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26572; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .