საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26576

ფაქტი 26576

1887 წლის 26 მაისის იაკობ გოგებაშვილის მოხსენების მიხედვით, საზოგადოების წლიურმა კრებამ გადაწყვიტა ბათუმის სკოლა არ დაეხურა. ბათუმის სკოლის დიდი ხარჯის გამო, საზოგადოების არსებობა საფრთხის ქვეშ დადგა. ხარჯის შესამცირებლად საჭირო იყო ბათუმელი ქართველების აქტივობა. მმართველობამ გადაწყვიტა დაეარსებინა ადგილობრივი კომიტეტი, რომელიც გამართვადა კონცერტებს, სპექტაკლებს და საზოგადოებას სკოლის ფინანსურად უზრუნველყოფაში დაეხმარებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26576; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .