საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 26747

ფაქტი 26747

1918 წლის 10 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების რწმუნებულთა კრებაზე (ფრეილინის ქუჩა №2-ში) ვარლამ ბურჯანაძის მიერ წარდგენილი იმავე წლის ბიუჯეტის ხარჯთაღრიცხვის თანახმად, საზოგადოება ადმინისტრაციული ხარჯებისთვის გამოყოფდა 68787.46 მანეთს, სასკოლო ხარჯისთვის — 47294.14 მანეთს, ბიბლიოთეკებში სახალხო სამკითხველოების მოსაწყობად — 3230-ს, მუზეუმებისთვის კი — 8183.30 მანეთს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 26747; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .