საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 2679

ფაქტი 2679

1918 წლის 15 ნოემბერს ქუთაისის ქალთა მეორე გიმნაზიის დირექტორი დ. ქუთათელაძე საშუალო სასწავლებელთა მთავარგამგეს აწვდის მისდამი რწმუნებული გიმნაზიის მასწავლებელ პიღასი ივანეს ასული აბდუშელიშვილის ნამსახურეობის სიას და სთხოვს, დაამტკიცოს იგი მოსამზადებელი კლასის შტატის მასწავლებლად 1913 წლის 20 აგვისტოდან ამავე გიმნაზიაში. ის წერს, რომ აბდუშელიშვილის ასული არის გამოცდილი მასწავლებელი და რომ კარგად აქვს დაყენებული კლასში სწავლის საქმე, რაც მისი ბავშვების ცოდნიდან ჩანს. ხელს აწერს საქმის მწარმოებელი ვ. აბაშიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 2679; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .