საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27094

ფაქტი 27094

1913 წლის 17 ნოემბერს ყვარელში ჩატარდა საზოგადო ყრილობა, რომელზეც ყვარლის რწმუნებულებს – ივანე მათიკაშვილს, ადამ ქარელაშვილსა და ილია ბურკიაშვილს – ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის ყვარლელებისთვის დათმობა უნდა ეთხოვათ. მათ სახლი საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად, კანცელარიისა და სხვა დაწესებულებების განსათავსებლად სჭირდებოდათ. თუ საზოგადოება თხოვნას დააკმაყოფილებდა, ილიას სახელობის სკოლის აშენების ხარჯებს სოფელი თავის თავზე აიღებდა. ყრილობის განაჩენს ხელს აწერს ყვარლის მამასახლისი გლახა ნებზევიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27094; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .