საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27225

ფაქტი 27225

1913 წლის 19 დეკემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას სოფ. ყვარლის რწმუნებულებმა ივანე მათიკაშვილმა, ადამ ქარელაშვილმა და ილია ბურკიაშვილმა გაუგზავნეს თხოვნა, რომელიც ეხებოდა სოფლის საზოგადოებისთვის ილია ჭავჭავაძის სახლის დათმობას იქ საზოგადო ყრილობების ჩასატარებლად და სახლში კანცელარიისა და სხვა დაწესებულებათა განსათავსებლად. თუ სახლის დათმობა შეუძლებელი იყო, სოფელი სთხოვდა წერა-კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას ქირით მიეცა სახლი ყვარლელებისთვის. დოკუმენტს ხელს აწერენ ილია სპირიდონის ძე ბურკიაშვილი და ადამ ქარელაშვილის მაგივრად ხარლამპ ხუციშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27225; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .