საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27642

ფაქტი 27642

1909 წლის 17 აპრილს ბაქოში გაგზავნილი ოფიციალური წერილით ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძემ იაკობ ალექსანდრეს ძე მანსვეტაშვილს შეატყობინა, რომ თუკი სურდა შეძენა და შეეძლო 44.000 მანეთად შეესყიდა ოლღა ჭავჭავაძისეული მამული გურამიანთ-კარში, პასუხი 15 მაისამდე ეცნობებინა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისთვის, რადგან მამულს ჰყავდა გრძელვადიანი იჯარით აღების მსურველები: ერთი – „ამხანაგობა", ხოლო მეორე – სპეციალური განათლების მქონე უცხოელი პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისი. იჯარით გაცემის შემთხვევაში გაყიდვის საქმე შეფერხდებოდა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27642; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .