საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27736

ფაქტი 27736

ქაიხოსრო იასონის ძე ქავთარაძემ, რომელსაც ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოებისაგან მინდობილი ჰქონდა იმ სახლისა და ქონების მეთვალყურეობა, რომელიც განსვენებულმა ილია ჭავჭავაძემ „საზოგადოებას" უანდერძა, 1909 წლის 17 სექტემბერს გამგეობას წერილობით აუწყა სახლის სავალალო მდგომარეობა: მეთვალყურის თქმით, ახალ ბინაში გადასვლის შემდეგ ოლღა გურამიშვილმა ყველა ნივთი გადაატანინა და რკინებით მიმაგრებული პირსაბანისა და აბანოს ქვაბის გატანასაც აპირებდნენ მისივე განკარგულებით, რაც ძალიან დააზიანებდა კედელს და საცხოვრებლად გამოუსადეგარს გახდიდა ისედაც უნუგეშო მდგომარეობაში მყოფ სახლს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27736; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .