საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27803

ფაქტი 27803

1910 წლის 12 ოქტომბერს საგურამოს მამულის მოიჯარემ, პროვიზორმა პეტრე ბიკენტის ძე სტაუგაიტისმა განცხადებით მიმართა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების გამგეობას, როგორც მფლობელს და საიჯარო ხელშეკრულების ორი პუნქტის შეცვლა სთხოვა, სახელდობრ: საკუთარი ნება-სურვილისამებრ განეკარგა ტყე და მეორე – ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ საჯარიმო პირგასამტეხლო გადაეხადა, მაგრამ დაუყოვნებლივ წასვლის ნაცვლად, კიდევ 6 თვეს ჰქონოდა მამულში დარჩენის უფლება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27803; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .