საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 27812

ფაქტი 27812

1909 წლის 5 ნოემბერს ალექსანდრე თევდორეს ძე ყიფშიძის მიერ შედგენილი ილია ჭავჭავაძის უძრავი ქონების ვითარების შესახებ ვრცელი მოხსენების თანახმად, საგურამოს მამული 1891 წელს ბანკის დამფასებელს 43 828 მანეთად შეუფასებია, ბანკის გამგეობას კი – 40 000 მანეთად. მარტო სახლის აშენება 20 000 მანეთზე მეტი დაჯდომია ილია ჭავჭავაძეს: ქვითკირის სამსართულიანი სახლის პირველ სართულზე 3 ოთახი იყო, მეორეზე – 4, მესამეზე – 2; სახლს სამი აივანი ეკრა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 27812; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .