საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28154

ფაქტი 28154

1912 წლის 16 სექტმბერს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების მთავარ გამგეობას გუდაუთის განყოფილების გამგეობამ ამცნო, რომ გუდაუთლებს ნება დართეს გაეხსნათ დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. გუდაუთის განყოფილების გამგეობა მთვარ გამგეოიბას სთხოვდა საქმის წარმოებისთვის საჭირო სადავთრე წიგნებისა და ლითონის ბეჭდის გამოგზავნას შესაბამისი ხარჯთაღრიცხვით. დოკუმენტს ხელს აწერენ გუდაუთის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე დიმიტრი ნადარეიშვილი და მდივანი ნიკოლოზ გულივერდაშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28154; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .