საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28162

ფაქტი 28162

1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. განყოფილების უახლოეს მიზანს წარმოადგენდა დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: ანდრია დავითის ძე რეკვავა, რაჟდენ ბახვას ძე კოღოშვილი, გიორგი ესეს ძე მგელაძე, სიმონ ისაიას ძე საბაშვილი, პორფილე წიტას ძე რობაქიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28162; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .