საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28165

ფაქტი 28165

1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. განყოფილების უახლოეს მიზანს წარმოადგენდა დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: ამბერკი პავლეს ძე ნადარეიშვილი, იასე სიკოს ძე ჭავჭანიძე, პლატონ ოქროპირის ძე ხოშტარია, მოსე ლევანის ძე კვიტაშვილი და ფარნა კოხტას ძე ნადარეიშვილი.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28165; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .