საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28167

ფაქტი 28167

1912 წლის 20 ივნისს დიმიტრი პავლეს ძე ნადარეიშვილის მიერ დაბა გუდაუთაში მოწვეულ კრებაზე გადაწყდა სოხუმის ოლქის დაბა გუდაუთაში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილების გახსნა შემდეგი სახელწოდებით: კავკასიის სამეფისნაცვლოს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილება. განყოფილების უახლოეს მიზანს წარმოადგენდა დაბა გუდაუთაში სახალხო სკოლებისა და სამკითხველოების გახსნა საზოგადოების წესდების პირველი და მეორე პარაგრაფების მიხედვით. „პროტოკოლის“ დოკუმენტს ხელს აწერენ: კონსტანტინე მაქსიმეს ძე ბალავაძე, ტარასი ლუკას ძე ტრაპაიძე, სილევან ბესარიონის ძე მდინარაძე, კონდრატე ბეჟანის ძე ნადარეიშვილი და იროდიონ დიმიტრის ძე ჩხიკვაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28167; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .