1913 წლის პირველ იანვარს ქ. შ. წ. კ. გ. საზოგადოების გუდაუთის განყოფილების გამგეობამ კავკასიაში მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს შეატყობინა, რომ აპირებდა დაბა გუდაუთაში დაწყებითი სკოლის გახსნას ადგილობრივი ქართველებისთვის და სთხოვა მას სკოლის შენობის ასაშენებლად საჭირო მიწის თავისუფალი ნაკვეთი ან მართლმადიდებლური ტაძრის ასაგებად განსაზღვრული მოედნის პირდაპირ ან კვარტალ №65–ში ან №46–ში. კვარტლის ნომრები მითითებული იყო სამეფისნაცვლოს კანცელარიისგან წარგზავნილი კომისიის მიერ 1913 წელს შედგენილ გეგმაზე. კომისიას ხელმძღვანელობდა მომიჯნავე ნაწილის ინსპექტორი, რომელსაც ევალებოდა დაბა გუდაუთის მიწის ნაკვეთების შესახებ დავების განხილვა.

წყარო: ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მიწერ-მოწერა საზოგადოების გუდაუთის განყოფილებასთან, ოქმები და ანგარიშები განყოფილების მუშაობის შესახებ | 1912-1918
წყაროს ტიპი: საარქივო დოკუმენტი
გამოცემის ადგილი: თბილისი, საქართველო
ენა:ქართული, რუსული
დაცულია: საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ საქართველოს ეროვნული არქივი