საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28398

ფაქტი 28398

1922 წლის 25 ივნისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე სასამართლოსა და სამთავრობო დაწესებულებებში საზოგადოების საქმეთა საწარმოებლად ვექილის არჩევის საკითხი დასვეს. გამგეობის გადაწყვეტილებით, საზოგადოების ვექილად პეტრე ივანეს ძე ქავთარაძე დაინიშნა. მისი პირველი დავალება მთავრობისთვის მისაცემი 698 მილიონი მანეთის განაღდება იყო.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28398; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .