საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28410

ფაქტი 28410

1922 წლის 6 ივლისს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე საზოგადოების წიგნის მაღაზიის ცეკავშირისთვის გადაცემის საკითხი დაისვა. გამგეობამ იასონ ლორთქიფანიძესა და ვარლამ ბურჯანაძეს ცეკავშირის მიერ მაღაზიის მიღების საკითხის გარკვევა დაავალა, თუ ცეკავშირი უარს იტყოდა, მათ კერძო პირებთან უნდა გაემართათ მოლაპარაკებები წიგნის მაღაზიის ბინის ხელსაყრელი პირობებით დათმობის თაობაზე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28410; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .