საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 285

ფაქტი 285

1924 წელს დაკავებული გრიგოლ სპირიდონის ძე ჭელიძის პირადი საქმის მიხედვით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ის შევიდა სტუდენტურ ორგანიზაციაში, რომლის წევრები იყვნენ: გედეონ სვანიძე, გია აბაშიძე, ვალოდია ზამბახიძე და ნადია ბერულავა. ჭელიძე აირჩიეს ორგანიზაციის ფინანსური სექციის უფროსად. ამ ადგილზე რამდენიმე თვე იმუშავა და შვებულებაში გავიდა, რის შემდეგაც დააკავეს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 285; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .