საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28584

ფაქტი 28584

1922 წლის 3 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე „დედა ენის“ შემსწორებელი კომისიის წევრმა სერგი გორგაძემ გამგეობას მისთვის მისაცემი 8 მილიონი მანეთი სთხოვა. ანაზღაურებას თხოულობდნენ კომისიის სხვა წევრებიც. გამგეობამ დაადგინა, თანხა მათთვის პირველი შესაძლებლობისთანავე გადაეხადა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28584; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .