საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28639

ფაქტი 28639

1922 წლის 27 ივლისს იასონ მერაბის ძე ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე პოლიტიკური განათლების განყოფილებამ თავისი მაღაზიისთვის გამგეობას 25%-იანი ფასდაკლებით წიგნები სთხოვა. გამგეობამ დაადგინა, საზოგადოების გამოცემული წიგნები – 25%-იანი, ხოლო სხვა წიგნები 10%-იანი ფასდაკლებით მიეცა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28639; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .