საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28645

ფაქტი 28645

1922 წლის 17 აგვისტოს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების სხდომაზე ვარლამ ბურჯანაძემ საზოგადოების ასამოქმედებლად და გამოსაცოცხლებლად ყოველკვირეული გაზეთის – „წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების უწყებები“ – გამოცემის საკითხი დასვა. გაზეთში უნდა დაბეჭდილიყო განცხადებები და ცნობები საზოგადოების ღონისძიებათა შესახებ. გამგეობამ ბურჯანაძის წინადადება მოიწონა და ამ საქმის მოგვარება ნინო ნაკაშიძეს, ვარლამ ბურჯანაძეს და ივანე ელიაშვილს დაავალა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28645; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .