საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 28979

ფაქტი 28979

1913 წლის 26 მარტს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარმა გამგეობამ ზუგდიდის განყოფილების გამგეობას გაუგზავნა მისი 9 მარტით დათარიღებული წერილის პასუხი. დოკუმენტის თანახმად, მთავარმა გამგეობამ ნება დართო ზუგდიდელებს, მიეწვიათ მსახიობი ვლადიმერ-ალექსი მესხიშვილი, იმის მიუხედავად, კანონიერად ჩაითვლებოდა 2 მარტის საზოგადო კრება თუ არა. დოკუმენტს ხელს აწერენ მთავარი გამგეობის თავმჯდომარის ამხანაგი ალექსანდრე ვახვახიშვილი და საქმისმწარმოებელი გრიგოლ ბურჭულაძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 28979; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .