საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29029

ფაქტი 29029

1915 წლის 22 ნოემბერს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წლიურ კრებაზე ანდრია სოლომონის ძე ღულაძემ განაცხადა, რომ გიორგი ნიკოლოზის ძე ყაზბეგს თუ დასვენება სურდა და ამ მიზეზით ტოვებდა საზოგადოების თავმჯდომარის თანამდებობას, მაშინ საზოგადოების წევრებს არ უნდა დაეძალებინათ მისთვის სამსახურში დარჩენა. მათ უნდა აერჩიათ იგი საპატიო თავმჯდომარედ და ფორმალურად მომუშავე თანაშემწის სტატუსი მიენიჭებინათ.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29029; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .