საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29043

ფაქტი 29043

1912 წლის 25 ივნისს ზუგდიდის მაზრის უფროსმა ლავროვმა ზუგიდიდის ბიბლიოთეკის გამგე ლევან ივანეს ძე ჩიჩუას გაუგზავნა წერილი. დოკუმენტის თანახმად, ლავროვისთვის ცნობილი გამხდარა, რომ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების ბიბლიოთეკის მოღვაწეობას ხელმძღვანელობდა არაკანონიერი გზით არჩეული კომიტეტი, რომელიც არავის დაუმტკიცებია. ლავროვმა სთხოვა ჩიჩუას ეცნობებინა მისთვის შემდეგი: ვინ აირჩია კომიტეტი, ჩატარდა თუ არა არჩევნები საზოგადოების წესდების გათვალისწინებით, ვინ დაამტკიცა კომიტეტის კანონიერება და ვინ მისცა კომიტეტს უფლება შესდგომოდა საქმიანობას ქუთაისის გუბერნატორის მიერ დამტკიცებული სამშენებლო კომიტეტის ნებართვის გარეშე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29043; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .