საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29282

ფაქტი 29282

1920 წლის 24 ივნისს დავით კარიჭაშვილის თავმჯდომარეობით გამართულ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარი გამგეობის სხდომაზე ჯამაგირის გაზრდა გადაწყვიტეს. 1-ლი ივნისიდან საქმისმწარმოებელი 6 000 მანეთს აიღებდა, კანცელარიის მსახური — 4 000-ს, საწყობის გამგე — 7 000-ს, მაღაზიის საწყობის გამგე — 7 000-ს, მაღაზიის 1-ლი და მე-2 ნოქარი — 6 000-6 000 მანეთს, მოლარე — 6000-ს, ბიბლიოთეკარი — 5 000-ს, ბიბლიოთეკარის თანაშემწე — 4 500-ს, ბიბლიოთეკარის მსახური კი — 2 000 მანეთს.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29282; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .