საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29732

ფაქტი 29732

1912 წლის 7 აპრილს ანდრია პეტრეს ძე პატარაიას მიერ დ. ზუგდიდში მოწვეულმა კრებამ ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების წესდებისა და ადგილობრივი განყოფილებათა ინსტრუქციის გაცნობის შემდეგ დაადგინა, გაეხსნა დ. ზუგდიდში საზოგადოების ადგილობრივი განყოფილება. განყოფილების უახლოესი მიზანი იყო  ზუგდიდში წიგნსაცავ-სამკითხველოს, ხობში, წალენჯიხაში და სხვა სოფლებში სახალხო სკოლების გახსნა, ლექციების გამართვა და წარმოდგენების ორგანიზება.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29732; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .