საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29845

ფაქტი 29845

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა განყოფილების 1913 წლის შემოსავლის ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, 1913 წლის დამდეგს განყოფილებას ჰქონდა 7 მან. 50 კაპ., 1913 წლის განმავლობაში 1912 წლის საწევროს სახით შემოვიდა 3 მან., 1913 წლის საწევროს სახით – 240 მან., სეირნობებიდან და საღამოებიდან – 150 მან. 88 კაპ., ზუგდიდის ბანკიდან შემოწირულობების სახით – 100 მან., სავაჭრო სახლი აფრიკიანიდან შემოწირულობების სახით – 50 მან., სხვადასხვა პირთაგან შემოწირულობების სახით – 52 მან. 13 კაპ., საამხანგო შემნახველ სალაროში განყოფილების სახელზე იყო 4 მან. 99 კაპ. სულ 1913 წელს განყოფილების ანგარიშზე შემოვიდა 608 მან. 50 კაპ. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა და ხაზინადარი გიორგი ხერხეულიძე.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29845; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .