საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29848

ფაქტი 29848

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1914 წლის სავარაუდო გასავლის ანგარიში. დოკუმენტის თანახმად, 1914 წლის განმავლობაში გამგეობას განზრახული ჰქონდა განყოფილებაში წევრთა შემომატება, თანხების მოზიდვა წარმოდგენების, სეირნობებისა და სხვა ღონისძიებების გამართვით, კიდევ ორი წიგნსაცავ-სამკითხველოს გახსნა ანაკლიასა და წალენჯიხაში (გარდა ხობისა და ქვალონის სამკითხველოებისა, რომლის გახსნის ნებართვა გამგეობას უკვე მიღებული ჰქონდა) და უპირველესი ამოცანა – 1914 წლის პირველი სექტემბრისთვის ზუგდიდში ქართული სკოლის გახსნა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29848; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .