საქართველოს პროსოპოგრაფია

ფაქტის ID: 29852

ფაქტი 29852

1913 წლის პირველ იანვარს ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების მთავარ გამგეობას ზუგდიდის განყოფილების გამგეობამ გაუგზავნა ზუგდიდის განყოფილების 1913 წლის მოქმედების ანგარიში. დოკუმენტის მიხედვით, საანგარიშო წლის 20 იანვარს გამგეობას განცხადება მიუღია ერთი პატივცემული პირისგან, რომელიც უსასყიდლოდ პირდებოდა მასწავლებლობას ქართულ სკოლაში, თუმცა, სკოლის გახსნის საკითხი გადადებულა. დოკუმენტს ხელს აწერენ ზუგდიდის განყოფილების გამგეობის თავმჯდომარე აქვსენტი ფაღავა, თავმჯდომარის ამხანაგი კლიმენტი ლორთქიფანიძე, გამგეობის მდივანი ნიკო ბუკია და გამგეობის წევრები: გიორგი ხერხეულიძე, კატო კედია და სოკრატე კეშილავა.


საქართველოს პროსოპოგრაფიულ მონაცემთა ბაზა (თბილისი, 2017). ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი. ფაქტი 29852; ხელმისაწვდომია: . წვდომის თარიღი: .